Saturday, December 15, 2018

დღე 9-რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ საშინაო დავალება, მივიღეთ ტრენერის  რეკომენდაციები დიფერენცირებულ სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით.
ვისწავლე: ბლოგზე პორტფოლიოს პრეზენტაციის ატვირთვა;
 პროექტის გეგმაში გამოყენებული ინტერნეტ-რესურსების ბმულის ჩასმა;
ტრენინგის ბოლოს განვიხილეთ თითოეული მონაწილის პროექტის გეგმა.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი არამაშვილს ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის!

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, December 14, 2018

დღე 8 -რეფლექსია

დღეს შევქმენი და დავარედაქტირე რუბრიკები, რითაც შევაფასებ მოსწავლეთა პრეზენტაციას. პროექტში გამოყენებული მაქვს აქტივობა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად. ჯგუფებად დაყოფისათვის გამოვიყენე მეთოდი "მხიარული ემ-ენდ ემსი"
თითოეული მოსწავლის შეფასება რომ ვაწარმოო, ამისათვის ვიყენებ კოლაბორაციულ შეფასების რუბრიკებს, რომელშიც როგორც თვითშეფასების ასევე მასწავლებლის შეფასებისა და თანატოლთა შეფასების მახასიათებლები მაქვს შეტანილი. ამ შეფასების ინსტრუმენტებსა და მეთოდებს მოსწავლეებს წინასწარ გავაცნობ, რათა ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად ავღზარდო. ასევე გავიგე რომ პროექტით სწავლებებში აუცილებელია ფასილიტაცია და დეფერენცირებული სწავლებები.
სახელმძღვანელოდან გავიგე,რომ შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები სასურველია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავოთ, რაც დაგვეხმარება საკითხის უკეთ გააზრებაში.

Monday, December 10, 2018

დღე7-რეფლექსია

დღეს შევავსეთ პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი და მის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
ასევე შევქმენით google-ის ფონების მეშვეობით ტესტი, აღნიშნული ფონებით შეგვიძლია გავაკეთოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესაფასებელი რუბრიკა, შესაძლებელია ამ ფორმის შეცვლა , რათა მოიკვლიონ მასალები.
დიდი მადლობა ასეთ გულისხმიერ და პროფესიონალ ტრენერს! 

Sunday, December 9, 2018

დღე6-რეფლექსია

ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე იყო ყველაზე საინტერესო.
 გავეცანით საიტების სანდოობას.
მოვიძიეთ ვიდეო მასალა  და ჩავსვით ბლოგზე.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს!

Saturday, December 8, 2018

დღე 5-რეფლექსია

შევავსე შეფასების დროის ჩარჩო. ვიხელმძღვანელე ინტელის საგანმანათლებლო რესურსებით.
შევქმენით პრეზენტაციის მომზადების ჩეკლისტი,  რომელიც დაგვეხმარა პრეზენტაციის შექმნაში (განვათავსე  სასწავლო პროექტის დამხმარეში).
მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო ტრენინგისათვის!

Friday, December 7, 2018

დღე-4 რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების ინსტრუმენტები და  სტრატეგიები (მოდული2-ის აქტივობა3);

Monday, December 3, 2018

დღე3- რეფლექსია


დღეს ვიმუშავეთ საკმაოდ საინტერესოდ, კერძოდ  ჩეკლისტის მეშვეობით შევიმუშავეთ სტატიები, რომელიც შევიტანეთ ბუკლეტში; განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ასევე შევქმენით საქაღალდე goole drive-ში

Sunday, December 2, 2018

დღე 2-რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შინაარსზე. ვისწავლე, რომ ნებისმიერ ბრაუზერს აქვს inkognito გვერდი, რომელიც ჩემი სამომხმარებლო რესურსების დაცვის საშუალებას იძლევა.
ვისწავლე ბლოგის შექმნა, ვიმუშავე ბლოგის დიზაინზე, Theme-ში ფერების დადებაზე, ახალი გაჯეტების ჩასმაზე და ახალი პოსტების შექმნაზე.
მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო ტრენინგისთვის!

დღე1- რეფლექსია

გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებსა და პროექტის პორტფოლიოს ნიმუშებს.
პროექტის ეტაპები:
1.საინფორმაციო ბუკლეტი, ბროშურის შექმნა
რას ვაპირებთ, ინფორმაცია მივაწოდოთ სამიზნე აოდიტორიას
2.პრეზენტაციის წარდგენა სამიზნე აუდიტორიისათვის
3. წინარე ცოდნის დადგენა
გონებრივი იერიში, ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე
4. თემის გამოკვლევა, შესწავლა
5. შეფასების რუბრიკების გამოყენება